ფოთის პორტის ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის წინასწარ ნებართვასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯერ არ მუღიათ ოფიციალური დოკუმენტი 2 მაისს გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ და შესაბამისად კომენტარს ვერ გააკეთებენ.
„ეიპიემტერმინალს ფოთის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ“
„ეიპიემ ტერმინალს ფოთს არ მიუღია ოფიციალური დოკუმენტი 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმების შესახებ და შესაბამისად, ჯერჯერობით, ვერ გააკეთებს კომენტარს მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე.“