ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 129 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.500 პროცენტით, მაქსიმალური 6.540 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.514 პროცენტით განისაზღვრა.