ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან- 31 დეკემბრის ჩათვლით, სებ-ში მუშაობისას 200236,8 ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან, 137836,8 ლარი (ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებლის (1872 ლარის ჩათვლით) ეროვნული ბანკის პრეზიდენტობიდან, ხოლო 62400 ლარი სებ-ის საბჭოს წევრობიდან.
სებ-ის პრეზიდენტის მიერ მიმდინარე წლის 31 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან 2018 წელს შეიძინა 2 ავტოფარეხი, რაშიც ჯამში 43 000 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, გასულ წელსვე შეიძინა 197 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომლის ღირებულებაც 570 000 ლარია. თუმცა, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ბინის 50%-იანი წლის მფლობელი კობა გვენეტაძის მეუღლეა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, კობა გვენეტაძემ 2016 წელს 62 000 ლარად შეიძინა 70,02 კვ.მ ფართის ბინა სამგორის რაიონში.
გარდა ამისა, კობა გვენეტაძის სახელზეა გაფორმებული 1993 წელს შეძენილი ბინა საქართველოში და 2006 წელს შეძენილი საცხოვრებელი სახლი (მიწასთან ერთად) აშშ-ში, კერძოდ ვაშინგტონის ოლქში, რომლის ღირებულება 705 000 დოლარია.
კობა გვენეტაძის მფლობელობაშია ბინა ასათიანის ქუჩაზე, რაშიც 2012 წელს 37 000 დოლარი გადაიხადა.
რაც შეეხება ოჯახის წევრების სახელზე გაფორმებულ უძრავ ქონებას, კობა გვენეტაძის მეუღლეს ეკუთვნის 2006 წელს შეძენილი 70 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, რომლის ღირებულებაც 70 500 დოლარია. ასევე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და აგარაკი კუმისში.
ამასთან, კობა გვენეტაძეს ეკუთვნის 2014 წელს შეძენილი ავტომობილი Lexus GX 460, 2014, რომლის ღირებულებაც 60140,36 დოლარია.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით, კობა გვენეტაძე ფლობდა: „საქართველოს ბანკის“ პრემიუმ (მოთხოვნამდე) ანაბარზე - 30071,37 დოლარს და 6422,82 ლარს, საბარათეზე (უნივერსალური) -36683,23 ლარს;
„თიბისი ბაკის“ შემნახველში - 24254,1 ლარს, სახელფასოზე - 240,08 ევროს, 183,58 დოლარს და 6794,58 ლარს, შემნახველზე (ჩემი სეიფი) -207,6 ლარს, ბარათზე ic@rd - 33,61 ლარს, საბარათეზე- 150,41 ლარს და 26 ევროს;
„ბაზის ბანკის“ ანაბარზე - 18754 ლარს, ასევე, ვადიან ანაბარზე 19325 ლარს.
„ლიბერთი ბანკის“ მიმდინარე მულტისავალუტო ანგარიშზე -15,75 ლარს, სასაჩუქრე ბარათზე 144 ლარს;
„ტერა ბანკში“ სახელფასოზე (საბარათე) - 10455,61 ლარს;
„ფინკა ბანკის“ ვადიანი ანაბარზე- 18800 ლარს;
„ხალიკ ბანკის“ ანაბარზე - 22500 ლარს, საბარათე ანგარიშზე - 736,47 ლარს;
"კრედო ბანკის" ანაბარზე - 24650 ლარს.
გარდა ამისა, კობა გვენეტაძე დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა 900 ევროს და 3700 დოლარს დანაზოგის სახით.