საქართველოში 20 000-დან 100 ათას ლარამდე ხელფასს 4 600 ადამიანი იღებს - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებულ 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. ცნობისთვის, კვლევა 2019 წლის 1-ლი კვარტლის ტრანზაქციებზე დაყრდნობით, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს მიმოიხილავს.
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 20 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე პირებს მაქსიმუმ 1,440,000 ლარის იპოთეკური სესხის აღება შეუძლიათ. კერძოდ, პირები რომელთაც 20 ათასიდან 100 ათას ლარამდე ხელფასი აქვთ, სესხის მომსახურებაზე ყოველთვიურად 50%-ზე მეტს არ უნდა იხდიდნენ.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, სესხის მომსახურებისთვის ხელფასის 50%-ზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გადასახდელი ასევე პირებს, რომელთა ხელფასი თვეში : 12 000-დან - 15 ათას ლარამდეა; 9 600 – 12 000 ლარამდე; 7 200 ლარიდან - 9 600 ლარამდე; 6 ათასიდან 7 200 ლარამდე და 4 800-დან 6 ათას ლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება იპოთეკური სესხის მოცულობებს:
12 000-დან - 15 ათას ლარამდე ხელფასის მქონე პირს - მაქსიმუმ 512 000 ლარის იპოთეკური სესხის აღება შეუძლია;
9 600 – 12 000 ლარამდე ხელფასის მქონე პირს - მაქსიმუმ 411 000 ლარის იპოთეკური სესხის აღება შეუძლია;
7 200 ლარიდან - 9 600 ლარამდე ხელფასის მქონე პირს - მაქსიმუმ 319 000 ლარის იპოთეკური სესხის აღება შეუძლია;
6 ათასიდან 7 200 ლარამდე ხელფასის მქონე პირს - მაქსიმუმ 251 000 ლარის იპოთეკური სესხის აღება შეუძლია;
4 800-დან 6 ათას ლარამდე ხელფასის მქონე პირს კი - მაქსიმუმ 208 000 ლარის იპოთეკური სესხის აღება შეუძლია.
რაც შეეხება ხელფასის მოცულობის მიხედვით, მოქალაქეთა სხვა კატეგორიებს, მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
პირი, რომლის ხელფასიც 1 200 ლარზე ნაკლებია, მაქსიმუმ 11 000 ლარის იპოთეკური სესხის აღებას შეძლებს;
1200- დან 2 400 ლარამდე ხელფასის მქონე პირი - 44 ათასი ლარის მოცულობის სესხს აიღებს;
2 400-დან 3 600 ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანი 101 ათასი ლარის სესხს;
3 600 ლარიდან - 4 800 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში კი 144 ათასი ლარის აღებას შეძლებს.