"ლიბერთი ბანკის" ბანკომატიდან "თიბისის" ბარათით თანხის გატანის შემთხვევაში საკომისოს გადახდა მოგიწევთ

"ლიბერთი ბანკის" ბანკომატიდან "თიბისის" ბარათით თანხის გატანის შემთხვევაში, საკომისოს გადახდა მოგიწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას "თიბისი ბანკი" ავრცელებს.

"თიბისი ბანკის" განცხადებას "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთვააზობთ:

"გაცნობებთ, რომ 2019 წლის 15 ივლისიდან "ლიბერთი ბანკის" ბანკომატებში TBC-ის ბარათებით თანხის განაღდების საკომისიო გახდება 0.7%, მინიმუმ 30 თეთრი. მომხმარებლების მეტი კომფორტისთვის TBC-ის ქსელში დაემატა 75 ბანკომატი. უცვლელი დარჩა თანხის განაღდების საკომისიო TBC-ის სხვა პარტნიორი ბანკების ბანკომატებში: "ვითიბი ბანკი", "ბაზის ბანკი", "ხალიკ ბანკი",- ნათვამია "თიბისი ბანკის" მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.