პირველი კომპანია, რომელმაც ტანსაცმლის ოფიციალური, ბრენდული მაღაზია გახსნა საქართველოში, 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. „დრესაპ ჯგუფი“ 1994 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს აძლევს საშუალებას შეიქმნან ჩაცმის საკუთარი, ინდივიდუალური სტილი.
ჯგუფი ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია როგორც მონობრენდული, ასევე მულტიბრენდული მაღაზიებით: Levis, Lee & Wrangler, Lacoste, Guess, Gant, Mavi , Jeans Gallery, Factory, Atrio - ჯამში 33 მაღაზიით თბილისსა და ბათუმში. ჯგუფს ასევე გააჩნია ონლაინ მაღაზია www.dressup.ge, სადაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდის პროდუქცია არის წარმოდგენილი.
კომპანიის 25 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, "დრესაპ ჯგუფი" მრავალი საერთაშორისო ბრენდის პარტნიორი გახდა და დღეისათვის იგი ბრენდების: Lacoste, Gant, Guess, Levis, Dockers, Lee, Wrangler, Rifle, Mavi, Vans, Falke, Burlington - ექსკლუზიური და 50-ზე მეტი სხვა ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მათ შორისაა: Bensimon, Toms, Converse, Softinos, Gaimo, Lloyd, Doucal's, Fabi, AS.98, Ash, Ixos, MSGM, AGL, Moreschi, Henderson Baracco და ა.შ.
ჯგუფის იუბილესთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ კომპანიის გენერალურ დირექტორს, ალექსანდრე სამხარაძეს ესაუბრა:
25 წელი საკმაოდ დიდი დროა, ჯგუფის პარტნიორი ბრენდების ჩამონათვალიც შთამბეჭდავია, მოგვიყევით, როგორ დაიწყო ყველაფერი?
ჩვენი კომპანია იყო პირველი, ვინც ჯერ კიდევ 1994 წელს, საქართველოში ტანსაცმლის საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური მაღაზია გახსნა, ეს იყო LEVI’S-ი. მაღაზიის გახსნას ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, LEVI’S ადამიანების ცხოვრების სტილი გახდა. პირველი მაღაზიის ასეთმა წარმატებამ მოგვცა სტიმული განვითარებისათვის. „ლივაისს“ მოყვა ისეთი ბრენდები, როგორიცაა „დოქერსი“, „ლიი“, „ვრანგლერი“ და ა.შ. დღეს ჩვენი ჯგუფი უკვე 50-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური და უმეტეს შემთხვევაში, ექსკლუზიური წარმომადგენელია. პარტნიორი ბრენდების სია კი ყოველწლიურად იზრდება.
გარდა უცხოურ, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობისა, ჩვენი ჯგუფი ცდილობს მხარი დაუჭიროს ქართულ წარმოებას და ითანამშრომლოს ადგილობრივ ბრენდებთანაც. ბოლო ორი წლის განმავლობაში შედგა რამდენიმე შეთანხმება და დღეს ჩვენს მაღაზიებში ფეხსაცმლის ქართულ ბრენდებსაც შეხვდებით, რომლებიც მაღალი ხარისხისაა, აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ხელმისაწვდომია არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. სამომავლო პერსპექტივაშიც, თვალს ვადევნებთ ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებას. გვაქვს სურვილი და განწყობა, რომ ჩვენს მაღაზიებში, ქართული ბრენდების კიდევ უფრო დიდი არჩევანი შევთავაზოთ მომხმარებლებს.
როგორ შეაფასებდით განვლილ 25 წელს? რომელი მნიშვნელოვანი პროექტები გახსენდებათ ამ პერიოდის განმავლობაში?
ჩვენი კომპანია, დაარსების დღიდან მოყოლებული, მუდმივად ცდილობს, ბაზრის თავისებურებებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით სიახლეების დანერგვას. ამ პერიოდში მრავალი საინტერესო პროდუქტი და ბრენდი შევქმენით:
ჯინს გალერი - მულტიბრენდული მაღაზია, სადაც ერთ სივრცეში შესაძლებელია შეიძინოთ ჩვენს მაღაზიებში თავმოყრილი ჯინსის ბრენდები. გვემაყება, რომ დღეს რთულად თუ მოიძებენება ადამიანი, ვისაც ორიგინალი, ბრენდული პროდუქცია აინტერესებს და ჩვენი მაღაზია არ იცოდეს. „ჯინს გალერის“ შემდეგ იყო ახალი პროექტები უკვე ფეხსაცმლის კუთხით.
FACTORY- რომლის სრული ვიზუალური კონცეფციაც ქართული გუნდის შემუშავებულია და დღეს ერთ-ერთი გამორჩეული მაღაზიაა არა მარტო პროდუქციითა და ასორტიმენტით, რომელიც 30-ზე მეტ ბრენდს მოიცავს, არამედ ვიზუალითაც.
ამ ეტაპზე ბოლო, თუმცა არა უკანასკნელი პროექტია ATRIO. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი გამორჩეული მაღაზიაა, რომელიც გულრგილს არც ერთ მომხმარებელს არ დატოვებს. ესეც ქართული კონცეფციაა სადაც წარმოდგენილია პრემიუმ ფეხსაცმლისა და აქსესუარის იტალიური ბრენდები.
უნდა აღინიშნოს ონლაინ მაღაზიაც, www.dressup.ge - ეს არის საერთაშორისო და ლეგენდარული ბრენდების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია საქართველოში. ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია 50-ზე მეტი ბრენდის, 3000-ზე მეტი პროდუქტი. გარდა ონლაინ შეძენისა, www.dressup.ge -ს გააჩნია კატალოგის ფუნქციაც, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი ბრენდის, სტილის, ფერის, ზომის პროდუქტი და ავტომატურად ნახოს, რომელ მაღაზიაშია წარმოდგენილი.
იყო ბაზარზე ერთ-ერთი პირველი და ამავდროულად, მუდმივად შეინარჩუნო კონკურენტუნარიანობა და განვითარდე, საკმაოდ დიდი გამოწვევაა, რა არის თქვენი წარმატების გამომწვევი მიზეზები?
ჩვენი ჯგუფის წარმატების გამომწვევ რამდენიმე მიზეზს გამოვყოფდი: პირველ რიგში პროფესიონალების გუნდი, ის ადამიანები, ვის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა წარმატების მიღწევა და განვითარება; კომპანიის პოლიტიკა, რომ მუდმივად მზად ვიყოთ სიახლეების დანერგვისა და ახალი პროექტებისათვის; მუდმივი ზრუნვა იმაზე, რომ მომხმარებლისათვის ჩვენს მაღაზიებში საყიდლებზე სიარული და საკუთარი, ინვიდიუალური სტილის შექმნა იყოს მაქსიმალურად კომფორტული.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი ჯგუფის დაარსებიდან - დღემდე, განხორციელდა მრავალი პროექტი და გატარდა სხვადასხვა ღონისძიება: დღეისათვის ჩვენს ჯგუფს აქვს ერთ-ერთი ყველაზე გამარტივებული პროდუქციის გაცვლა-დაბრუნების პირობები, რომლის დახვეწაზეც მუდმივად ვმუშაობთ; შევქმენით უნიკალური ლოიალობის პროგრამა, რომლის საშუალებითაც ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც ფასდაკლების მიღება, ასევე ქულების დაგროვება; გვაქვს სასაჩუქრე ბარათები, რომელიც მომხმარებლისათვის ძალიან ამარტივებს საჩუქრის შერჩევის პროცესს. ჩვენი სასაჩუქრე ბარათების უპირატესობაა, რომ მისი შეძენაც და განაღდებაც ჯგუფის ნებისმიერ მაღაზიაშია შესაძლებელი. ამ კუთხითაც მუდმივად ვცდლილობთ პროდუქტის დახვეწასა და განვითარებას; კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მაგალითია სამკერვალო კუთხე, რომელიც Jeans Gallery-ის „მერანი მოლში“ მდებარე ფილიალშია განთავსებული, სადაც ნებისმიერ ჩვენს მომხმარებელს შეუძლია გადააკეთოს, დაამოკოლოს სასურველი პროდუქტი, ან უფრო მეტი ინდივიდუალიზმი შესძინოს მას.
როგორია ჯგუფის სამომავლო გეგმები?
ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც დიდი გეგმები გვაქვს, ვმუშაობთ რამდენიმე ახალ პროექტზე, რომლებსაც ახლო მომავალში წარვუდგენთ ჩვენს მომხმარებელს. დამატებით, იგეგმება უკვე არსებული ბრენდების ახალი ფილიალების გახსნაც. პარალელურად ვმუშაობთ იმ არსებული პროდუქტების თუ სერვისების კიდევ უფრო დახვეწაზე, რომლებიც მომხმარებლის კომფორტზე არის ორიენტირებული.
და ბოლოს, რამეს ხომ არ ეტყოდით თქვენს აუდიტორიას?
რა თქმა უნდა, სრულიად „დრესაპ ჯგუფის“ სახელით, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა ჩვენს მომხმარებელს, თანამშრომელსა თუ პარტნიორს, რომელთა თანადგომაც განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩვენი ჯგუფის განვითარებასა და წარმატებაში.
ჩვენი მხრიდან კი ვპირდებით, რომ კვლავ გავაგრძელებთ მუდმივი განვითარების, წინსვლის ტენდენციას და საერთაშორისო, მსოფლიოში აღიარებული ბრენდების კოლექციების შეთავაზებით, ვიზრუნებთ იმაზე, რომ თითოეულ ჩვენს მომხმარებელს ჰქონდეს საკუთარი, იდივიდუალური სტილის შექმნის საშუალება.
(R)