1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7798 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7798 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7871 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0073 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1406 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1229 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0177 ლარი შეადგინა.