„მარჯანიშვილის“, „ვაგზლის მოედანი 1“-ისა და „ვაგზლის მოედანი 2“-ის რეაბილიტაცია იგეგმება.
სადგურების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისათვის აუცილებელი კვლევითი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 5 ივლისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 138 000 ლარია.
სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 135 კალენდარული დღეა, მაგრამ არაუმეტეს 45 კალენდარული დღე თითოეულ სადგურზე. სადგურების თანმიმდევრობას კი შემსყიდველი განსაზღვრავს.