საქართველოში უძრავი ქონების გაქირავება შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში.
შესაბამისად, სულ უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს ბინას შემდგომი გაქირავებისთვის. SS.ge - ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი მაისის ბოლოდან ივნისის ბოლომდე გასაქირავებელი უძრავი ქონების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა.
SS.ge-ს კვლევაში გასაქირავებელი ბინების რაოდენობა მაისისა და ივნისის თვეებში, ქალაქების მიხედვითაა შედარებული. BPN.ge - კი გთავაზობთ თბილისში, ბათუმში, ბაკურიანსა და ბორჯომში დაფიქსირებული ცვლილებების მიმოხილვას.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 36 420 ბინა/სახლი ქირავდება, საიდანაც 32 780 ხანგრძლივი პერიოდით, 3640 კი დღიურად ქირავდება. ასევე აღსანიშნავია, რომ საერთო გასაქირავებელი ბინების უდიდესი ნაწილი 90% თბილისშია წარმოდგენილი, სადაც 1 520 ბინა დღიურად, 31 280 კი თვიურად ქირავდება.
თბილისში გასაქირავებელი უძრავი ქონების რაოდენობის დაახლოებით 5%-იანი ზრდა ფიქსირდება. მაისის ბოლოს SS.ge - ზე 29783 გასაქირავებელი უძრავი ქონება ივნისის ბოლოს კი აღნიშნული რიცხვი 31280 განცხადება ფიქსირდება, სადაც ბინების საშუალო ფასი:
ბათუმში თვიურად გასაქირავებელი უძრავი ქონება საქართველოს ნებისმიერ სხვა ქალაქთან შედარებით ყველაზე მეტად, 44% -ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ SS.ge-ზე მაისის ბოლოს 343, ივნისის ბოლოს კი 495 გასაქირავებელი უძრავი ქონების განცხადება ფიქსირდება, სადაც ბინების საშუალო ფასი:
ბათუმში დღიურად გასაქირავებელი ბინების საშუალო ფასი კი:
ბორჯომში, SS.ge-ს კვლევის თანახმად, მაისის ბოლოს ვებ-გვერდზე 64, ივნისის ბოლოს კი 73 განცხადება ფიქსირდებოდა, რაც 14%-იან ზრდას ნიშნავს, სადაც დღიურად გასაქირავებელი ბინების საშუალო ფასი:
ბაკურიანში გასაქირავებელ საცხოვრებელ ფართებზე 6.3%-იანი ზრდა, მაისის ბოლოს 111, ხოლო ივნისის ბოლოს 118 განცხადება ფიქსირდება, სადაც დღიურად გასაქირავებელი ბინების საშუალო ფასი: