ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისის“ აქციებზე ფასი ეცემა.
კერძოდ, ვაჭრობის დაწყებისას, ერთი აქციის ფასი 15.04 გირვანქა სტერლინგით დაიწყო, ამ ეტაპზე კი 14.30 გირვანქა სტერლინგია. აქციების ფასი 4.03%-ით არის შემცირებული.
ამასთან, ამ ეტაპზე „თიბისის“ საბაზრო კაპიტალიზაცია 821.82 მლნ გირვანქა სტერლინგია.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.
ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურაში მისვლას დღეს, 17:00 სთ-ზე გეგმავენ.