გარეუბნებში გასაყიდ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 9%-ით შემცირდა - SS.ge-ს კვლევა

SS.ge-ს კვლევის თანახმად, ვარკეთილში გასაყიდ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 21%-ით შემცირდა.

ამასთან, კვლევის მიხედვით, გასულ წელს ადამიანების 55% უძრავი ქონების ყიდვით იყო დაინტერესებული, ეს მაჩვენებელი 2019 წლის ივლისში 11%-ით არის შემცირებული.

კვლევაში განხილულია გასაყიდ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ცვლილება. ამჯერად საკვლევ უბნებად აღებულია - გლდანი, ნაძალადევი და ვარკეთილი. BPN.GE პერიოდულად შემოგთავაზებთ, SS.ge-ს კვლევას სხვადასხვა უბნებში უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების შესახებ. წინა კვლევაში განხილული იყო ვაკე, საბურთალოს და დიღომის მაგალითები.

გლდანი

SS.ge -ს კვლევის თანახმად, გლდანში 2019 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით მოთხოვნა 8%-ით გაიზარდა, მაისთან შედარებით კი 14%-იანი შემცირება ფიქსირდება. 2019 წლის ივნისში მაისთან შედარებით 20%-იანი შემცირება აღინიშნება, რაც გასული წლის მოთხოვნის ცვლილებას ემთხვევა.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ივლისში 2018 წლის ივლისთან შედარებით გასაყიდ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 20%-ით არის შემცირებული.

ნაძალადევი

SS.ge -ს კვლევის თანახმად, ნაძალადევზე 2019 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით მოთხოვნა 3%-ით გაიზარდა, 2019 წლის მაისთან შედარებით კი 5%-იანი შემცირება ფიქსირდება.

2019 წლის ივლისში 2018 წლის ივლისთან შედარებით 8%-იანი შემცირება ფიქსირდება, ასევე შემცირდა მოთხოვნა 2019 წლის ივნისშიც, ამ პერიოდში წინა წლის იმავე თვის მოთხოვნასთან შედარებით 25%-ით არის შემცირებული.

ვარკეთილი

SS.ge -ს კვლევის თანახმად, ვარკეთილში 2019 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით მოთხოვნა 21%-ით გაიზარდა, თუმცა მიმდინარე წლის ივნისში მაისთან შედარებით 19%-იანი კლება დაფიქსირდა.

2019 წლის ივლისში ვარკეთილში ბინების ყიდვაზე მოთხოვნის 18%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც მიმდინარე ტენდენციის საპირისპირო მაჩვენებელია, რის გამოც ის გამონაკლისადაც შეიძლება ჩაითვალოს.

SS.ge -ს კვლევის შედეგად მიღებული მაჩვენებელი გვაძლევს შესაძლებლობას დავასკვნათ, რომ საქართველოში უძრავი ქონების ყიდვაზე მოთხოვნა პერიფერიებზე გაიზარდა. ეს შესაძლოა გარეუბნებში აქტიური მშენებლობებით იყოს გამოწვეული და ასევე მოსახლეობისთვის მისაღები ფასით.

გასაყიდ უძრავ ქონებაზე მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება ვაკე საბურთალოს რაიონშიც, გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება გასაყიდ უძრავ ქონებაზე კი მცირდება, დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კვლევები ვაკე საბურთალო, გლდანის გაყიდვა.

ლიკა ამირაშვილი