6 თვეში ბანკებმა სავალუტო ოპერაციებიდან 138,2 მლნ ლარის მოგება მიიღეს

2019 წლის 2 კვარტალში კომერციულმა ბანკებმა ჯამში სავალუტო ოპერაციებიდან 138 260 611 ლარის მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27,1 მლნ ლარზე მეტია. კომერციული ბანკების ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის 6 თვეში ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვით მთლიანად 111 154 056 ლარის შემოსავალი მიიღეს.

კომერციული ბანკების TOP-5 ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგების მხრივ. (მონაცემები მოიცავს 2019 წლის 2 კვარტალს)

  • „საქართველოს ბანკი“ - 56 418 163 ლარი
  • „თიბისი ბანკი“ - 44 450 182 ლარი
  • ვითიბი ბანკი - 16 299 147 ლარი
  • ლიბერთი ბანკი - 5 171 560 ლარი
  • ბანკი ქართუ - 2 352 560 ლარი
  • კრედო - 1 809 024 ლარი
ელზა წიკლაური