1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9488 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9488 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9338 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0150 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3038 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2806 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0232 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.