თბილისი-მილანის რეისზე ბილეთის მინიმალური ფასი 19.99 ევრო იქნება.
როგორც Ryanair-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ფრენები 6 ნოემბრიდან დაიწყება. ბილეთის ფასები 19.99 ევროდან იწყება და მაქსიმუმ 84 ევრომდე ადის.
როგორც ცნობილია, Ryanair-ი საქართველოდან იტალიისა და საფრანგეთის ქალაქებში იფრენს. ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ფრენები უკვე გამოჩნდა. ქუთაისიდან ფრენებში მითითებულია იტალიის ქალაქი ბოლონია და საფრანგეთის ქალაქი მარსელი, თბილისიდან კი, იტალიის მილანის ბერგამოს აეროპორტი.
TAV Georgia-ს ინფორმაციით, თბილისიდან მილანის მიმართულებით ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-სა და Ryan Air-ს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.