1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9614 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9614 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9457 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0157 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2481 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2523 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.