6 ქალაქი, რომელთა შემოვლაც ფეხითაა შესაძლებელი

გამოცემა Kiwi.com ასახელებს 6 ქალაქს, სადაც ფეხით მოგზაურობა ყველანიარი ტრანსპორტის გარეშე გაცილებით უფრო კომფორტულია.

ბოსტონი, აშშ

მიუხედავად იმისა, რომ ბოსტონი აშშ-ში ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, ფეხით გადაადგილების მსურველთათვის ის საკმაოდ კომფორტულია. ქალაქის ღირსშესანიშნაობები ერთმანეთთან ახლოს, მის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. ბოსტონი აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე ძველ და მთავარ კულტურულ ქალაქად მიიჩნევა. ქალაქი 1630 დაარსდა და შენარჩუნებული აქვს იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი.

სინგაპური

ქალაქ-სახელმწიფო სინგაპური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარეობს. მიუხედავად მისი მცირე ფართობისა, დღესდღეობით სინგაპური მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და განვითარებული ქვეყანაა. აქ თქვენ ნახავთ თანამედროვე შენონებსა და მეცნიერების უახლეს მიღწევებს. თუმცა, ამასთანავე ქალაქი გამოირჩევა გამწვანებითა და რეკრეაციული ზონების სიმრავლით. სინგაპურის დათვალიერება ტრანპორტის გარეშე ფეხით გადაადგილებისთვისაც საკმაოდ მოსახეხებელია.

ზალცბურგი, ავსტრია

ზალცბურგი ავსტრიის სიდიდით მე-4 ქალაქია და ალპების მთიან რეგიონში მდებარეობს. სწორედ ზალცბურგში დაიბადა მსოფლის უდიდესი კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი და აქ გადაიღეს ცნობილი ფილმი „მუსიკის ჰანგები“. ამასთანავე, ქალაქი ცნობილია ულამაზესი ციხესიმაგრეებითა და სასახლეებით, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მათი დათვალიერება ფეხით გადაადგილების დროსაც შეგიძლიათ.

კატმანდუ, ნეპალი

ნეპალის დედაქლაქი კატმანდუ ჰიმალაის მთებში მდებაროებს. ტურისტული თვალსაზრისით ქალაქი გემრიელი საკვებითა და ფერთა სიუხვით გამოირჩევა. ქალაქის ღირსშესანიშნაობებს შორის გამოირჩევა ცენტრალური ბურბარის მოედანი, სადაც ტრადიციული არქიტექტურის ნახვას შეძლებთ. ამასთანავე, კატმანდუში მდებარეობს მეფეთა სასახლე. ქალაქის ვიწრო ქუჩებისა და ადგილობრივი სამზარეულოს გასაცნობად ფეხით მოგზაურობა საუკეთესო გამოსავალია.

კარტახენა, კოლუმბია

კარტახენა კოლუმბიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. საუკუნეების წინ კარტახენა სახმრეთ ამერიკის რეგიონში ესპანეთის სამეფოს მთავარ დასაყრდენსა და უდიდეს ქალაქს წარმოადგენდა. ქალაქი ცნობილია თავისი მუსიკით, ცეკვებით, გემრიელი საკვებითა და ფერთა სიუხვით. კარტახენა ჯერ კიდევაა შემორენილი ძველი ციხესიმაგრისა და გალავნის ნანგრევები.

ბრიუსელი, ბელგია

ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, მის ორ რეგიონს ფლანდირასა და ვალონიას შორის მდებარეობს. ქალაქი ძველისა და ახლის საინტერესო კომბინაციას წარმოადგენს. არაერთი ისტორიული და ტრადიციული შენობის გვერდით აქ ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების შტაბ-ბინებს ნახავთ. ბრიუსელის დათვალიერება აუცილებლად მისი ცენტრალური მოედნიდან „გრანდ პლაცედან“ უნდა დაიწყოთ. ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოს კი პატარა ბიჭუნას ცნობილი ქანდაკება წარმოადგენს. ბრიუსელის მთავარი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება ფეხით მოგზაურობის დროს განსაკუთრებით კომფორტულია.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა