კომპანიამ Lay’s გადაწყვიტა პირველად ბოლო 12 წლის განმავლობაში შეფუთვა და ლოგო განაახლოს. როგორც გამცემა The Drum-ი იუწყება, ჩიპსების მწარმოებელი ასევე განაახლებს საკუთარ ვებ-გვერდს, რათა ხაზი გაუსვას რებრენდინგს.
გამოცემის ინფორმაციით, შემცირდება შრიფტი და გაჩნდება დამატებითი ვიზუალური ეფექტები. სარეკლამო კამპნია მოიცავს როგორც გარე რეკლამებს, ასევე ტელევიზიასა და YouTube -ზე რგოლების შეცვლას. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც ასახულია ბრენდის ლოგოს ცვლილების ისტორია 1932 წლიდან.
ბრენდის გლობალური რედიზაინირება აშშ-სა და კანადაში დაიწყება, შემდეგ კი დანარჩენ ქვეყნებს მოიცავს. ახალი ლოგო კომპანიის 100 პროდუქტზე გამოჩნდება.