დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებას მთავრობა 20 მლნ ლარით ზრდის

„საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა იგეგმება.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მათ შორის, იზრდება დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის გათვალისწინებული ასიგნება, კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, ზრდა 20 მილიონი ლარით 110 მილიონ ლარამდე არის დაგეგმილი.

აღნიშნული ზრდა კი გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საპენსიო სქემაში უფრო მეტი პირი დარჩა, ვიდრე სქემის ამოქმედებამდე იყო პროგნოზირებული.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია და კვლავაც ნარჩუნდება 4.5%-ის ფარგლებში, ამასთან, იზრდება ცალკეული სამინისტროების ხარჯების მაჩვენებლები.

თაია არდოტელი
8 შეკითხვა საპენსიო სააგენტოს დირექტორს
„საპენსიო რეფორმისთვის არც საპენსიო სააგენტო, არც შემოსავლების სამსახური და არც ბიზნესი მზად არ აღმოჩნდა“
„არცერთ ბიზნესს არ უხარია, როდესაც გადასახადები პირდაპირ ან ირიბად ეზრდება, მაგრამ  არ შეიძლება დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ არსებობდეს ქვეყანაში“