30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებაში 2.18 თეთრით გაუფასურდა. კომერციულ ბანკებში კი 1 ამერიკული დოლარის ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა.
კერძოდ, ამ დროისათვის, „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 3.0100 ლარად, ხოლო მისი გაყიდვა - 2.9300 ლარად შეუძლიათ;
„საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის ყიდვა 3.015 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.945 ლარად არის შესაძლებელი;
„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ყიდვას მოქალაქეები ასევე 3,0150 ლარად, მის გაყიდვას კი 2,9450 ლარად შეძლებენ;
„ტერა ბანკში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0150 ლარია; მისი ჩაბარება კი მოქალაქეებს 2.9450 ლარად შეუძლიათ;
მოქალაქეებს 1 აშშ დოლარის შეძენა 3.0050 ლარად შეუძლიათ „პროკრედიტ ბანკში“, „ქართუ ბანკში“ კი მისი ღირებულება 2.9950 ლარია.
შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9808 ლარი გახდა. ამას მოყვა ეროვნული ბანკის განცხადება სავალურო ინტერვენციასთან დაკავშირებით. კერძოდ, სებ-მა 26 სექტემბერს, 40 მლნ დოლარის გაყიდვა დაანონსა.
„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი ხვალ, 27 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის,“- აღნიშნული იყო სებ-ის განცხადებაში.
27 სექტემბერს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9546 შეადგინა. რის შემდეგაც, აშშ დოლარის ღირებულება გაუფასურდა და 2.9552 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად კი, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9770 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2515 ლარია.