2020 წლისთვის სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი თანხა თითქმის ორმაგდება. როგორც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, 2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, ამ მიმართულებით დაფინანსება 37.5 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში 82.2 მილიონ ლარს შეადგენს.
2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის დაახლოებით 44 მილიონი ლარი იყო. პროგრამის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია 2020 წლის 1 ივლისიდან ანაზღაურების ზრდა 100 ლარით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან 4 მილიონი ლარით მცირდება с ჰეპატიტის მართვისთვის გამოყოფილი თანხა და იგი 7 მილიონი ლარით განისაზღვრება.
გარდა ამისა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 10 მილიონი ლარით მცირდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსება.