საქართველოს უზენაეს სასამართლოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ეზრდება. როგორც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, მომავალ წელს უზენაესი სასამართლოსთვის გამოყოფილი დაფინანსება 12 მილიონი ლარით განისაზღვრება, მიმდინარე წელს კი ეს მაჩვენებელი 9 მილიონ 500 ათასი ლარია.
ამასთან, დაახლოებით 5 მილიონი ლარით იზრდება საერთო სასამართლოების დაფინანსებაც. ამ მიმართულებით 2020 წელს 83 მილიონი ლარი დაიხარჯება.