ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
"2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ემსახურება ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ - ეკონომიკურ წინსვლას"

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ემსახურება ერთი მხრივ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ - ეკონომიკურ წინსვლას, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ „ინტერპრესნიუსთან" 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, წელს სახელმწიფო 800 მილიონით მეტს დახარჯავს.

„ბიუჯეტი ითვალისწინებს ასიგნებებს 14 მილიარდ 200 მილიონს, ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს ქვეყანა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯავს 14 მილიარდ 200 მილიონს. მნიშვნელოვანია, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისგან განასხვავებით, 800 მილიონით მეტი დაიხარჯება იმ მიმართულებით, რომელსაც ჩვენ ვეძახით საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ეს არის პენსიების ზრდა, ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის, სამედიცინო დარგის მუშაკებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პოლიციელებისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის ხარჯებს ვზრდით, ეს ბიუჯეტი დაბალანსებულია იმ კუთხით, რომ არ მცირდება კაპიტალური ხარჯები. 3 მილიარდზე მეტი არის გამოყოფილი ინფრასტრუქტურული ხარჯებისთვის, მათ შორის 2 მილიარდ 70 მილიონი გამოყოფილია თვითონ ინრტასტრუქტურის სამინისტროსთვის,"- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მან ბიუჯეტის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტით მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იანი ზრდა არის დაგეგმილი, რაც რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

„რაც შეეხება დეფიციტს, არის 2.7% და ინფლაცია 3%. ეს ის მაჩვენებლებია, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის მისაღებია“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას საშინაო ვალის ზრდასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შიდა ვალის მოცულობა სხვადასხვა პარამეტრებით განისაზღვრება და მათ შორის, ეს არის დეფიციტის მაჩვენებელი.

„ჩვენ ამ პარამეტრებს ვათანხმებთ საერთაშორისო პარტნიორებთან, უპირველეს ყოვლისა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მათთან შეთანხმებით ეს ციფრი არ უნდა აღემატებოდეს 2.7%-ს და აქედან გამომდინარე ვარეგულირებთ. ასევე, როგორც შიდა, ასევე საგარეო ვალი არ უნდა აღემატებოდეს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 60%-ს. არსებული პროექტით არის 45%", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს დაფინანსება ეზრდება
2020 წელს განათლების, შს, იუსტიციის, საგარეო და თავდაცვის სამინისტროების დაფინანსება იზრდება
2020 წლისთვის სასწრაფო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა თითქმის ორმაგდება, с ჰეპატიტის პროგრამისა და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების დაფინანსება კი მცირდება