დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა ამერიკელ და ავტრალიელ კოლეგებთან ერთად „ფეისბუქს“ ღია წერილით მიმართ, რომელშიც მოუწოდებს, პლატფორმაზე არსებული ყველა შეტყობინების დაშიფვრის გადაწყვეტილება შეცვალოს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა BBC ავრცელებს.
მინისტრების განცხადებით, ახალი წესი „ბავშვების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას“ საფრთხეს უქმნის.
„ფეისბუქის“ ადმინისტრაციის განცხადებით, „ხალხს აქვს უფლება, ონლაინში პირადი საუბრები ჰქონდეთ“.
მათივე თქმით, მათ ბავშვთა უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან კონსულტაციები აქვთ. ასევე, კონსულტაციებს მართავენ მთავრობასთან, ტექნოლოგიურ კომპანიებთან და ქმნიან ახალ გუნდებს, რომელიც ხალხის უსაფრთხოებაზე მუშაობს.
BBC-ის ინფორმაციით, სამი ქვეყნის მინისტრის მოთხოვნა ასევე ბრიტანეთის სამართალდამცავ ორგანოებს საშუალებას აძლევს, აშშ-სა და ბრიტანეთს შორის საერთაშორისო თვალთვალთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულება შეასრულონ. შეთანხმება ბრიტანულ სამართალდამცავ ორგანოებს საშუალებას აძლევს, აშშ-ის ტექნოლოგიური ფირმებიდან ტერორისტებთან, ბავშვების სექსუალურად შემავიწროვებელ პირებთან და სხვა სერიოზულ კრიმინალებთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოითხოვონ. შეთანხმების საფუძველზე, მხარეებს იმედი აქვთ, რომ გამოძიება უკეთ წარიმართება. ახალი შეთანხმების თანახმად, ამერიკული ფირმებისგან ბრიტანეთს ინფორმაციის მიღება რამდენიმე დღეში ან კვირაში შეუძლია, როცა ამას ადრე თვეები სჭირდებოდა.
როგორც BBC წერს, „ფეისბუქის“ დაშიფრული მიმოწერის ამოქმედების შემდეგ კი WatsApp წაკითხვადი აღარ იქნება.