1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9657 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9657 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9700 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2572 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2536 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.