Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად, საქართველოს რკინიგზისთვის ტვირთის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად გაიზარდა.
Galt & Taggart-მა მონაცემები 2019 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით გამოაქვეყნა.
კვლევის თანახმად, ტვირთის ტრანსპორტირებით მიღებული შემოსავალი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 54.1 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა და 2019 წლის პირველ ნახევარში მთლიანი შემოსავლის ზრდაზე უზარმაზარი პოზიტიური ზეგავლენა იქონია. ტვირთის ზედამხედველობით მიღებული შემოსავალი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 11.1 მილიონ აშშ დოლარამდე, 10.1%-ით გაიზარდა, როცა, ლოგისტიკის სერვისიდან მიღებული შემოსავალი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 35.8%-ით დაეცა - 8.5 მილიონ აშშ დოლარამდე.
Galt & Taggart-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ მგზავრებისგან მიღებული შემოსავალი, რომელიც ძირითადად, ლარშია, ზრდას განაგრძობდა. კერძოდ, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 9.2%-ით გაიზარდა და 4.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სხვა შემოსავლები, ჯართის რეალიზაციასთან ერთად, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2.1 მილიონ აშშ დოლარამდე 26.5%-ით გაიზარდა.
კვლევის თანახმად, მშრალი ტვირთის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18.1%-ით 32.1 მილიონ აშშ დოლარამდე, ტრანსპორტირების მაჩვენებელი კი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 6,8%-ით გაიზარდა. მთლიან ზრდაში, წინა წელთან შედარებით, ყველაზე მაღალი შემოსავალი საქართველოს რკინიგზამ შაქრის ტრანსპორტირებით მიიღო. 2019 წლის პირველ ნახევარში მადნის ტრანსპორტირება გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 14.4%-ით გაიზარდა და 6.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
სამშენებლო და ინდუსტრიული ტვირთის ტრანსპორტირებამ 2019 წლის პირველ ნახევარში ასევე პოზიტიური შედეგი აჩვენა. მათ შორის, ცემენტის ტრანსპორტირებამ, რომელიც ამ კატეგორიაში მხოლოდ 1,2%-ს შეადგენდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით ზრდა განიცადა 16.3%-ით და 0.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, 2019 წლის პირველ ნახევარში მხოლოდ მარცვლეულისა და შავი ლითონის ტრანსპორტირება შემცირდა.