შოკოლადის მწარმოებლები შესაძლოა, პროდუქტის ეთიკურად ბრენდირების პრობლემის წინაშე დადგნენ

კოტ დ’ივუარმა და განამ შესაძლოა, დასავლეთ ევროპისთვის შოკოლადის მწარმოებლები ეთიკურად ბრენდირების პრობლემის წინაშე დააყენოს. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

მათი ინფორმაციით, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში მცხოვრებლები, სადაც მსოფლიოს მასშტაბით არსებული კაკაოს 60% იყრის თავს, აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ სქემებს გადახედავენ, რადგან შოკოლადის მწარმოებლებისგან მარცვლეულის ღირებულებასთან შესაბამისი ანაზღაურების პრობლემას აწყდებიან, რაც საარსებო მინიმუმისთვის არის საჭირო.

იმისთვის, რომ სიღარიბე დაეძლიათ, კოტ დ’ივუარმა და განამ ივლისში კაკაოს ფასის შეფასების მიხედვით, საარსებო მინიმუმის განსაზღვრის ახალი სტანდარტი შეიმუშავეს - 1 ტონა - 400 დოლარი, რაც გლობალურად, კაკაოს ფასის გათვალისწინებით გაკეთდა. ამის შემდეგ მათ დაახლოებით, 2020/2021 წლების სეზონებისთვის, 150 000 ტონა კაკაო გაყიდეს, როცა შარშან, ამავე წელს 450 000 ტონა ჰქონდათ გაყიდული.

მთავრობების თქმით, 2.35 მილიონი ტონა კიდევ დარჩათ გასაყიდი და განასა და კოტ დ’ივუარს კიდევ დიდი ოდენობით გაყიდვები სჭირდებათ, რომ საარსებო მინიმუმის სტანდარტი აამუშაონ.

„ორმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, საარსებო მინიმუმის სტანდარტი აამუშაოს“, - განაცხადა განას კაკაოს რეგულატორმა.

დასავლელი რეგულატორების წნეხის ქვეშ მოქცეულმა Mars Wrigley-მ, Mondelez-მა, Barry Callebaut-მა, Hershey’s-მა და Nestle-მ მდგრადობის სქემებში მილიონობით თანხები დახარჯეს. პროგრამები, რომლებიც აუდიტორების შემოწმებას ითვალისწინებს, შოკოლადის მწარმოებლებისთვის გასაღებია, რომ თავიანთი პროდუქტის ბრენდირება მოახდინონ.

„რამდენიმე კვირის წინ, 2020/2021 წლებისთვის კაკაოს გარკვეული მარაგი შევიძინეთ“, - განაცხადა Nestle-ს წარმომადგენელმა.

ამასობაში, განა და კოტ დ’ივუარი გეგმავს, რომ ფერმერებმა ტონა კაკაოდან, რომლის ფასი 2 600 დოლარია, 70%-ის ოდენობით შემოსავალი მიიღონ, რაც საარსებო მინიმუმი იქნება. ერთი ტონა კაკაოს ფასი მსოფლიო მასშტაბით 2 900 დოლარია.

მარიამ მენაბდიშვილი