რა ვქნათ, თუკი ზოგიერთი ჩვენგანი დაიბადა ანალიტიკოსად და არა შემქმნელად?
დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ შემოქმედებითი შესაძლებლობები ვარჯიშს ექვემდებარება.
როგორც სტატიის ავტორი სიდნი ფინკელშტეინი წერს, ცოტა ხნის წინ ის დირექტორთა საბჭოს ეხმარებოდა, რათა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ორი კანდიდატიდან ერთი აერჩიათ. ორივე კანდიდატი იყო გამოცდილი თანამშრომელი, განვითარებული უნარებით, მაგრამ მათ დაუსვეს საკითხი, გადაეწყვიტათ ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემა. ”პირველმა მათგანმა, პირობითად მაიკლმა ფსონი გააკეთა თავის ანალიტიკურ შესაძლებლობებზე და ცდილობდა მოეძებნა ეკონომიის გაკეთების გზები, მაშინ როცა მეორე, პირობითად საიმონი, კონცენტრირებული იყო ბიზნესის ზრდისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე”,- წერს ავტორი.
ამ ორიდან რომელს აირჩევდით თქვენ?
რა თქმა უნდა, ასეთი აღწერა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ორივე კანდიდატის ღირსებები ან ნაკლოვანებები სრულად გავიგოთ, თუმცა, როგორც ავტორი წერს, პირადად ის უპირატესობას მიანიჭებდა კრეატიულ ლიდერს, რომელიც მოწოდებულია შექმნისკენ. განსხვავებით ანალიტიკური აზროვნების გონისგან, რომელიც უკვე შექმნილის დანგრევისკენაა მიმართული.მიზეზი მარტივია: შემოქმედი ადამიანები ახალს ქმნიან.
ნებისმიერმა, რომელსაც ორივე ტიპის ადამიანთან უმუშავია, იცის, რომ ახლის შექმნა გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ხარჯების შემცირება.
ზოგიერთ ადამიანს კრეატიული შესაძლებლობები სხვებზე მეტად აქვთ განვითარებული, მაგრამ სრულიად შესაძლებელია შემოქმედებითი შესაძლებლობები განვავითაროთ, ამისთვის მთავარია ვცადოთ.
დასაწყისისთვის შეეცადეთ გამოყოთ ცოტაოდენი დრო - უბრალოდ, ჩაიკეტეთ ცოტა ხნით ოთახში და საკუთარი თავი აიძულეთ, იყოთ უფრო კრეატიული. დიდი ალბათობით, თავიდანვე ეს ხერხი არ გაამართლებს, თუმცა როდესაც ტვინი თავისუფლდება ახალი ასოციაციებისთვის, ჩნდება ახალი იდეების გენერირების შესაძლებლობაც.
ნაკლებად კრეატიულ ადამიანებსაც შეუძლიათ გახდნენ კრეატიულები ამ მარტივი 5 სავარჯიშოს დახმარებით.
5 მარტივი ნაბიჯი
ჩვენ არ გვჭირდება მუზის ლოდინი - ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ. დაფიქრდით იმ დავალებაზე თუ პრობლემაზე, რომელზეც ახლა მუშაობთ და რომელიც აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ. დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:
ამ ხუთი კითხვის გარდა, შესაძლებელია საკუთარ თავს სხვა კითხვებიც დაუსვათ. ზოგჯერ საკუთარი შემოქმედებითი მხარის სტიმულაციისთვის ისიც საკმარისია, რომ თავიდანვე განწყობილი იყოთ იმისთვის, რომ დავალება ახლებურად გადაწყვიტოთ.