სახლი, რომელიც საუკუნის წინ ეკლესია იყო, სან ფრანცისკოში უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ფლობდა. დღეს ის 6.5 მილიონ დოლარად იყიდება, თუმცა დაინტერესებული პირები არ ჩანან.
შენობას დღეს Light House ეწოდება და დოლორესის პარკის განაპირას მდებარეობს. ეს ის ადგილია, სადაც ახალგაზრდა სამუშაო ძალა კვირის ბოლოს იკრიბება.
ნაგებობა 1915 წელს აშენდა და მოგვიანებით, ქრისტიანული მეცნიერების სახლად გადაკეთდა. მე-20 საუკუნის განმავლობაში ნაგებობის მნიშვნელობა უკანა პლანზეა გადაწეული, 2006 წელს კი მისი დემონტაჟის შესახებ დაიწყეს საუბარი. მიუხედავად ამისა, ადგილობრივმა სეისმურმა ინჟინერმა მისი გადარჩენა შეძლო და 2011 წლამდე შეინარჩუნა. მომდევნო 4 წელიწადი კი მის მოდერნიზებას მოანდომა. ინჟინერმა ერთი საუკუნის ასაკის შენობა ულტრა თანამედროვე, ლაქშერი სტილის სახლად აქცია. ასე განხორციელდა მისი რებრენდინგი და The Light House ეწოდა.
მოდერნიზების მიუხედავად, ისტორიულ შენობას შენარჩუნებული აქვს ჩუქურთმები და მისი ფასიც სწორედ ამიტომ არის ასეთი მაღალი.
5 525 კვადრატული მეტრი ფართობის შენობას, რომელიც დოლორესის ქუჩის 651 ნომერში მდებარეობს, სამი საძინებელი, სამი აბაზანა და ორი ავტოფარეხი აქვს.
შენობას ხიბლს მატებს ძველებური აგურით ნაშენები კედლები, რომელშიც ჩასმულია მინა და მთელი ეს კომპოზიცია თანამედროვე სტილით არის გადაწყვეტილი.
გასაოცარია, თუმცა მილიონერები ამ ულამაზესი შენობით დაინტერესებას სულაც არ გამოხატავენ.
2016 წელს ის Hive Global-ის აღმასრულებელი დირექტორის რაიან ალისის მფლობელობაში გადავიდა, რომელმაც გადაწყვიტა, The Light House 6.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდოს.
აღსანიშნავია, რომ ყოფილი ეკლესიის შენობის კომერციული მიზნით გამოყენება აკრძალულია. მასში მხოლოდ ცხოვრებაა ნებადართული, სწორედ ამიტომ, მფლობელმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა. 2017 წელს რაიან ელისმა ნაგებობა ბაზარზე 6.8 მილიონ დოლარად წარადგინა. ფიქრობდა, რომ 2-3 თვეში გაყიდდა, თუმცა მყიდველი 24 თვის შემდეგად არ გამოჩენილა. საბოლოოდ, მისი ფასი დაეცა და 2019 წლის აგვისტოში 5.2 მილიონ დოლარად შეფასდა.
საბოლოო ჯამში, ალისმა სახლი 2 მილიონ დოლარად ისევ დეველოპერს გადასცა და დიდი ზარალიც განიცადა.
სან ფრანცისკოში ნოემბერი და დეკემბერი უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით, შედარებით რთული თვეებია, ამიტომ შენობის ერთი წლით გაქირავება გადაწყდა - 22 000 დოლარად.
ამ სირთულეების გამო, შესაძლოა, შენობის ინტერიერი კიდევ ერთხელ შეიცვალოს. სახლის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება ბევრ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს სურს, თუმცა ზონალობის კანონის გამო, ამის საშუალება არ ეძლევათ.