კომპანია Uber-ის თვითმართვადი სატესტო ავტომობილის ავტოსაგზაო შემთხვევა უსაფრთხოების სისტემაში არსებულმა ხარვეზებმა გამოიწვია, - ამის შესახებ BBC წერს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არიზონას ერთ-ერთ ქუჩაზე მიმავალი 49 წლის ელენ ჰერცბერგი დაიღუპა.
აშშ-ს ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ავტომობილის სისტემამ ქვეითის იდენტიფიცირება ვერ შეძლო.
დეტალური დათვალიერების შემდეგ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა გამოიკვეთა, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტი მიზეზი ვერ დადგინდა. არსებული ინფორმაციით, ზუსტი მიზეზი 19 ნოემბერს გახდება ცნობილი.
როგორც BBC წერს, 5 ნოემბერს ჩატარებული დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი ხარვეზები თვითმართვადი ავტომობილების ინდუსტრიას ხარვეზების აღმოჩენაში დაეხმარება. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სექტორი გარკველი ზეწოლის ქვეშ მოექცა.
გამოცემის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა 2018 წლის მარტში მოხდა. Volvo XC90-ის მარკის ავტომობილი Uber-მა თვითმართვადი სისტემით აღჭურვა და სატესტოდ გაუშვა.
საბჭო განმარტავს, რომ Uber-ის ავტომობილმა მრავახაზიან გზაზე თავდაპირველად ველოსიპედისტის იდენტიფიცირება ვერ შეძლო, როცა მას მიუახლოვდა კი ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან არიდება შეუძლებელი იყო.
„სისტემას არ შეუძლია კანონდამრღვევი ქვეითების ამოცნობა“, - განაცხადა საბჭომ.
კვლევის თანახმად, Uber-ის თვითმართვად ავტომობილებს 2016 წლიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით, 37 ავტოსაგზაო შემთხვევა მოუხდათ.
Uber-ის განცხადებით, კომპანია აფასებს აშშ-ს ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ზუსტ გამოძიებას და რეკომენდაციებს ელოდება.
ამასთან, წელს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ელენ ჰერცბერგის გარდაცვალებაში ბრალდებული არ არის. მიუხედავად ამისა, ავტომობილის სარეზერვო მძღოლის პასუხისგებაში მიცემა შესაძლებელი იყო.
შემთხვევის შემდეგ, არიზონაში Uber-ის თვითმართვადი ავტომობილების საჯარო გზებზე გატესტვა შეიზღუდა, თუმცა კომპანიამ სატესტო ოპერაციები პენსილვანიაში განაახლა.