1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8696 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8696 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8694 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1973 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1810 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0163 ლარი შეადგინა.