1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8734 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8734 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8716 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1972 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2150 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0178 ლარი შეადგინა.