Plastic Promises ანგარიშის თანახმად, მაღაზიებში პლასტიკის შეფუთვის აკრძალვა შესაძლოა, გარემოსთვის საზიანო აღმოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, კომპანიები პლასტიკიდან სხვა სახის შეფუთვის გამოყენებაზე გადავიდნენ, რომელიც პოტენციურად, შეიძლება გარემოსთვის საზიანო აღმოჩნდეს. შესაბამისი გაფრთხილება ინტერპარტიულმა საპარლამენტო ჯგუფმა გაავრცელა.
„მაგალითად, შუშის ბოთლები უფრო მძიმეა, ვიდრე პლასტიკი და ტრანსპორტზე უფრო მეტად აბინძურებენ გარემოს. ქაღალდის ჩანთებიც პლასტიკის ჩანთებზე მეტად ხასიათდება ნახშირორჟანგის გამოყენებით და გადასამუშავებლად უფრო რთულია“, - წერს BBC.
პლასტიკის ჩანაცვლება მაღაზიებმა ოკეანეების დაბინძურების თავიდან ასარიდებლად დაიწყეს. მიუხედავად ამისა, ანგარიშის სახელად Plastic Promises ავტორები აღნიშნავენ, რომ პლასტიკით ჩამნაცვლებელი მასალების გამოყენების შედეგები ზუსტად არ არის შეფასებული.
„სუპერმარკეტთა ნაწილი ყიდის იმგვარ შესაფუთ მასალაში ჩასხმულ სასმელს, რომელსაც მითითებული აქვს, რომ გადამუშავებადია. რეალურად, დიდ ბრიტანეთში მიმოქცევაში არსებული კონტეინერების მხოლოდ მესამედის გადამუშავებაა შესაძლებელი.
ერთ-ერთი იმ ჯგუფის სპიკერი, ვინც ოკეანეების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად პლასტიკის მოხმარების წინააღმდეგი იყო, აცხადებს, რომ ბევრი მაღაზია დღეს ბიოდეგრადირებად და გადამუშავებად მასალებს იყენებს.
„ამ ნივთიერებების გადამუშავება, მხოლოდ ინდუსტრიული გადამამუშავებლების მეშვეობით არის შესაძლებელი - ზოგიერთი მათგანის სრულად განადგურება კი შესაძლებელი არ არის“.
ანგარიშის თანახმად, მომხმარებელთა 80% ფიქრობს, რომ ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი პლასტიკი გარემოსთან მეგობრულია, თუმცა ცოტას თუ ესმის, ეს რას ნიშნავს.
რეთეილერები მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ გადამუშავებადმა პლასტიკმაც შეიძლება დააბინძუროს გარემო, თუ შესაბამისად არ გადამუშავდება, ის ხომ ვაშლის ნაცვლად არ განიცდის მიწაში ხრწნას.
კომპანიების ნაწილის განცხადებით, მომხმარებლებმა ზუსტად არ იციან, ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი მასალები რას გულისხმობს.
„გვჯერა, რომ პლასტიკიდან სხვა საშუალებებზე გადასვლა შეიძლება ნახშირორჟანგის გავრცელებას მაინც ზრდიდეს“, - აღნიშნავენ ისინი.