1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8781 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8781 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2002 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2158 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა.