1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8867 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8867 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8895 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2005 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2045 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0040 ლარი შეადგინა.