1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8999 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8999 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8929 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0070 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1905 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1871 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0034 ლარი შეადგინა.