1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7928 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7928 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0383 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0291 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0092 ლარი შეადგინა.