შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის (F4) გზის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.
„შორაპანი-არგვეთის მონაკვეთი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძე საავტომობილო გზის 185 კმ-ზე და სრულდება იმავე საავტომობილო გზის 200 კმ-ზე, არგვეთაში. აღნიშნული მონაკვეთი პირდაპირ უერთდება არგვეთას კვანძს, რომელიც წარმოადგენს ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზის გაგრძელებას და ნაწილობრივ გადაფარავს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორს,“- ვკითხულობთ ბრძანებაში.
პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. თუმცა, დეპარტამენტის მიერ რამდენიმე მოქალაქესთან შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
კერძოდ, საუბარია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა საქარაში გიორგი ნებიერიძის, ვერა,ნანა და შოთა ნებიერიძეების თანასაკუთრებაში არსებულ 370 კვ.მკვ.მეტრის მიწის ნაკვეთსა (საესპროპრიაციო ფართი 116 კვ. მ.) და უჩა ნებიერიძის საკუთრებაში არსებულ 2 496 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთზე (საექსპროპრიაციო ფართი - 1377).