ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ "საქართველოს ფოსტა" 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებისთვის მედიკამენტების მიწოდებას უზრუნველყოფს. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში სრულყოფილად ამოქმედდება სქემა, რომლითაც "საქართველოს ფოსტა" 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მედიკამენტებით და საკვებით უზრუნველყოფს.
“გვაქვს სრული ნუსხა იმ ადამიანების, ვისაც ესაჭიროება კონკრეტული მედიკამენტების მიწოდება ქრონიკული დაავადებების გამო. მოლაპარაკებები დასრულებულია, დღეიდან "საქართველოს ფოსტა" დაიწყებს ამ ადამიანებთან კონტაქტზე გასვლას. ისინი “საქართველოს ფოსტით” მიიღებენ მედიკამენტებს ,ასევე ვამუშავებთ საკვების მიწოდების საკითხს პენსიონერებისთვის და ამ კვირაში ეს სქემა სრულიად ამუშავდება",-განაცხადა ტიკარაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.