დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, გაზრდილია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში კორონავრიუსით ინფიცირების შემთხვევების შემოსვლა ხდება. მისივე თქმით, ამ ქვეყნებს შორის არის თურქეთი და ამერიკა.
„უკვე ფიქსირდება თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები. დაემატა აშშ-დან შემოტანილ კლასტერში შემთხვევები. შემოტანილი შემთხვევების გეოგრაფია საკმაოდ გაფართოვდა და ჯერჯერობით ყველა კონტროლის ქვეშ არის,“ - განაცხადა იმნაძემ.