საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა.
კერძოდ, დღეიდან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა; ასევე 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეების (უკიდურესი აუცილებლობის გარდა) სახლიდან გასვლა აიკრძალა.
ამასთან, უკვე დღეიდან, 21:00 საათიდან 06:00-სთ-მდე ქვეყნის მასშტაბით, ქვეითად და მსუბუქი ავტომობილით მოძრაობაც იკრძალება. ასევე, დღეიდან, 21:00-სთ-დან 06:00-სთ-მდე მხოლოდ აფთიაქების ფუნქციონირება იქნება ნებადართული.
ამასთან, მთავრობამ განსაზღვრა ეკონომიკური საქმიანობები, რომელთა შეზღუდვაც აღნიშნულ კარანტინის პერიოდში არ იგეგმება. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:
„საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს იმ ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების/მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც არ იზღუდება და რომელთა ფუნქციონირებაც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე სპირტიანი სასმლისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება. საგანგებო მდგომარეობის ვადით რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის (ე. წ. „დრაივის“) მომსახურებით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების გარეშე. ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობა, მიუხედავად ფორმისა და სახისა, უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად,“ - აღნიშნულია დადგენილებაში.