პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ის ძირითადი საქმიანობები დაასახელა, რომელიც 27 აპრილიდან დაიშვება.
კერძოდ, ორშაბათიდან დაშვებული იქნება:
- მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება
- ტაქსების ოპერირება
- ონლაინ ვაჭრობა სრულად (საბითუმო და საცალო)
- მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე
- ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა