1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2027 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2027 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1854 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0173 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4551 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4291 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0260 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.