დღეიდან ავტოსარემონტო დაწესებულების მუშაობა და სამშენებლო საქმიანობა დასაშვები ხდება.
ამის შესახებ, პრემიერმა გიორგი გახარიამ გუშინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კერძოდ, მისი თქმით, 5 მაისიდან სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ნებართვები საქმიანობის აღდგენის მიზნით. ასევე დღეიდან ჩვეულ რეჟიმში შეეძლებათ საქმიანობის განხორციელება ავტოსარემონტო ობიექტებს.
თუმცა, გახარიას თქმით, კომპანიებს და ობიექტებს მოუწევთ იმ რეკომენდაციების და უსაფრთხოების წესების დაცვა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შემუშავებული.
ამასთან, უკვე დღეიდან ორი დიდი ქალაქი - ქუთაისი და ბათუმი გაიხსნება და იქ შესვლა-გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდება.