საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ბინების გაყიდვები 37.6%-ით შემცირდა.
ამის შესახებ გალთ ენდ თაგარტის კვლევაშია აღნიშნული.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბინების გაყიდვები გაიზარდა 2020 წლის იანვარსა (+0.9% წ/წ) და თებერვალში (+7.7% წ/წ), თუმცა მარტში კლება დაფიქსირდა (-7.7% წ/წ). კვლევის ავტორთა შეფასებით, მარტის პირველ ნახევარში გაყიდვები ზრდას განაგრძობდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის შემდეგ მკვეთრად შემცირდა მეორე ნახევარში - 37.6%-იანი კლება მარტის მეორე ნახევარში, პირველ ნახევართან შედარებით.
„2020 წლის მარტში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებამდე უძრავი ქონების გაყიდვები იზრდებოდა. 2020 წლის იანვარსა (+0.9% წ/წ) და თებერვალში (+7.7% წ/წ) ზრდის შემდეგ წინა წლის დაბალი ბაზის გამო, ბინების გაყიდვები მკვეთრად შემცირდა მარტში (-7.7% წ/წ). აღსანიშნავია, რომ გაყიდვები განაგრძობდა ზრდას მარტის პირველ ნახევარში, მაგრამ მკვეთრად შემცირდა მეორე ნახევარში - 37.6%-იანი კლება მარტის მეორე ნახევარში, პირველ ნახევართან შედარებით.
2020 წლის მარტში გარეუბანში გაყიდვები კვლავ ჭარბობდა, შეადგენდა რა გაყიდვების ნახევარს. გაყიდვების მიხედვით ტოპ-5 უბნიდან 4 გარეუბნის (გლდანი, სამგორი, ისანი, დიდი დიღომი) წილი ჯამური გაყიდვების 49.9%-ს შეადგენდა. ჩვენი მოლოდინით, იპოთეკური სესხების რეგულაციები და მოსახლეობის შემცირებული მსყიდველობითუნარიანობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს გარეუბანში გაყიდვებს,“-აღნიშნულია კვლევაში.