ნორვეგიის ცენტრალურმა ბანკმა კონკურსის შედაგად ახალი ფულადი კუპიურების დიზაინი შეარჩია, რომლებიც ქვეყანაში უკვე 2017 წელს გამოჩნდება.
კუპიურებზე, რომლებიც ამჟამად არის მოხმარებაში, გამოსახულები არიან ცნობილი ნორვეგიელები: მხატვარი -ედუარდ მუნკი, მწერლები - პეტერ-კრისტენ ალსასბორნსენი და სიგრიდ უნდსეტი, ოპერის მომღერალი -კირსტენ ფლაგსტადი, მეცნიერი კრისტიან ბირელენდი. დიზაინის დაძველების და ფულის გაყალბების ხშირი შემთხვევის გამო, ბანკმა გადაწყვიტა ახალი კუპიურების შექმნაზე ემუშავა.
დავალება, რომელიც ცენტრალურმა ბანკმა კონკურსის მონაწილეებს მისცა, შემდეგნაირი იყო: ძირითადი მოტივი უნდა ყოფილიყო ზღვის თემა.
50 კრონი- ზღვა, რომელიც გვაერთიანებს
100 კრონი - ზღვა, რომლის მეშვეობითაც დანარჩენ სამყაროსთან ვამყარებთ კავშირს.
200 კრონი - ზღვა, რომელიც საკვებს გვაძლევს
500 კრონი - ზღვა, რომელიც კეთილდღეობას გვანიჭებს
1000 კრონი - ზღვა, რომელსაც წინ, მომავალში მივყავართ