15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ამას გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორის შექმნით მეზობელ ქვეყნებთან. ასევე უსაფრთხო კორიდორის შექმნის შესაძლებლობით ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან ორმხრივი მოლაპარაკებების ფონზე. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. შესაბამისად, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს ტურისტებს,“-განაცხადა გახარიამ. შეგახსენებთ, რომ მთავრობა დღეს ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს. პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.