სატაცური კორონავირუსის ერთ-ერთი პირველი „მსხვერპლია“, რადგან პროდუქტის სეზონი სწორედ ახლა იწყება.
EastFruit-ის ინფორმაციით, გერმანიაში სატაცურის აღების პროცესში საზღვრები დახურა ევროკავშირმა, რომელიც მისი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. აღნიშნულის გამო, აღმოსავლეთ ევროპაში პროდუქტის დეფიციტი შეიქმნა.
სატაცურის მწარმოებლებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვანი დარტყმა რესტორნების დახურვა გახდა. რიგმა ქვეყნებმა საერთოდ შეწყვიტეს პროდუქტის ყიდვა, რის გამოც მწარმოებლები იძულებული გახდნენ, რომ ალტერნატიული ბაზრების სასწრაფოდ მოეძებნათ.
აღნიშნული მიზეზით, ყველა ქვეყანაში სატაცურის მწარმოებლები განსხვავებულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. ნაწილმა დიდი ზარალი მიიღო, ზოგიერთს კი პირიქით, მოგება გაეზარდა.
აბოლუტურად იდენტურ მდგომარეობაშია ევროკავშირის ოთხი ქვეყანა. კერძოდ, ტურისტების შემცირების, ლოჯისტიკის სამსახურის გაჩერებით, პროდუქტზე მოთხოვნამ იკლო გერმანიაში, ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში. ესპანეთი ყოველწლიურად 25 000 ტონა სატაცურის ექპორტს ახორციელებდა, რომლის დიდი წილი გერმანიასა და საფრანგეთში გადიოდა. იტალია კი, 8 000 ტონა პროდუქტის რეალიზაციას ახდენდა, მისი მთავარი სავაჭრო პარტნიორი კი გერმანიაა. რაც შეეხება თავად საფრანგეთსა და გერმანიას, გარდა იმისა, რომ ეს ორი ქვეყანა პროდუქტის მწარმოებელია, სატაცურის საკმაოდ მსხვილი იმპორტიორებიც არიან.
აღნიშნული გარემოების გამო, იტალიასა და ესპანეთში სატაცურის ფასი დაეცა. კერძოდ, აპრილში იტალიაში 1 კგ პროდუქტის ღირებულება 1,2- 1,5 ევრომდე შემცირდა, რამაც ფერმერებისთვის მოსავალს მომგებიანობა დააკარგინა.
ფასების მხრივ ანალოგიური ვითარებაა ესპანეთში, თუმცა ქვეყნის მდგომარეობას ის ფაქტი ამძიმებს, რომ პროდუქტის მწარმებლები მთლიანად ექსპორტზე იყვნენ დამოკიდებულნი.
გერმანიაში კი, ფასებზე მეტად, მუშახელის რაოდენობა შემცირდა, რამაც მწარმოებლებს დიდი პრობლემები შეუქმნა.
ფასები მისაღები იყო ჰოლანდიაში. აქ 1 კგ პროდუქტის ღირებულება 3 ევროს შეადგენდა. თუმცა, ბაზრის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ უახლოეს კვირებში ფასები გაიზრდება.
მართალია, პოლონეთში სეზონი ახლა იწყება, თუმცა სატაცურის ღირებულება უკვე არასტაბილურია. პირველ ეტაპზე თუ 1 კგ პროდუქტი 5 ევრო ღირდა, მოგვიანებით 2,5- 3 ევრომდე დაეცა.
სატაცურის მოხმარება და წარმოება სულ უფრო იზრდება უკრაინაში. კარანტინის გამო ქვეყანაში დაიკეტა რესტორნები, რამაც მწარმოებლების შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობა პროდუქტის ფასზე არ ასახულა. მართალია, შეზღუდვების გახანგძლივება, პროდუქტის ფასსა და მოთხოვნაზე გავლენას იქონიებს, თუმცა, არის ვარაუდი, რომ მწარმოებლები პროდუქტს დროებით გაყინავენ, მის რეალიზაციას კი მოგვიანებით განახორციელებენ.
ამ დროისთვის, უკრაინაში ფერმერები 1 კგ სატაცურს 4-6 აშშ დოლარად ყიდიან. რაც შეეხება საცალო ქსელებს, 350-450 გრამიანი შეფუთვის ღირებულება 8-11 აშშ დოლარია.
აშშ-ში, პერუსა და მექსიკაში სატაცურის წარმოება-რეალიზაცია საკამოდ მაღალ დონეზეა. აქ ძირითადი მომხმარებელი აშშ და კანადაა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში კორონავირუსმა მწარმებლების მოგების ზრდას ხელიც კი შეუწყო. გარდა იმისა, რომ ფერმერებმა საკუთარი პროდუქცია, 1 კგ 4,5 -5 აშშ დოლარად გაყიდეს, სახელმწიფოსგან დახმარებაც მიიღეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, სატაცურის წარმოებაში 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.