კორონავირუსის ეპიდემია მსოფლიო ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. უცხოური მედიის ცნობით, შედეგად, ბოლო თვეების განმავლობაში უკვე რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.
წარმოგიდგენთ 10 მსხვილ კომპანიას, რომელიც კორონავირუსის გამო გაკოტრდა:
1. Debenhams - ბრიტანული მოდის საცალო ვაჭრობის ბრენდი სრულ ლიკვიდაციას აცხადებს ირლანდიაში, სადაც საერთო ჯამში, 11 მაღაზია დაიხურება. კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა კი - 20 000 ადამიანს აღემატება.
კომპანიის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ აღნიშნული გადაწვეტილება კორონავირუსით მიღებულ ზარალს უკავშირდება.
2. JCPenney - გაკოტრებულთა შორისაა ამერიკული ქსელიც. კომპანიის ზარალმა 4,2 მლრდ დოლარს მიაღწია. როგორც ცნობნილია, JCPenney ზედიზედ უკვე მეოთხედ განიცდის ზარალს. კორონავირუსმა კი მენეჯმენტი აიძულა, რომ დარჩენილი 850 მაღაზიაც დაეხურა.
3. J.Crew - ეს არის პირველი ამერიკული საცალო ვაჭრობის ქსელი, სადაც კორონავირუსის გამო, დომინოს პრინციპი ამოქმედდა. კომპანიამ გაკოტრების შესახებ განაცხადი 4 მაისს გააკეთა. მისი დავალიანება კი, 1,7 მლრდ დოლარს აღწევს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია სამომავლოდ ჯერ ისევ გეგმავს 181 გაყიდვის წერტილის, 170 ქარხნისა და 140 მაღაზიის გახსნას, Madewell-ის ტანსაცმლის ბრედნით.
4. Neiman Marcus - ეს არის ამერიკული, პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტი. კომპანიამ გაკოტრების შესახებ 7 მაისს განაცხადა, მისმა დავალიანებამ კი - 4 მლრდ დოლარი შეადგინა. კორონავირუსის დაწყებისთანავე კომპანიაში ყველა მაღაზია დაიხურა.
5. Intelsat - მსოფლიოს უმსხვილესმა სატელიტურმა ოპერატორმა გაკოტრების შესახებ 14 მაისს განაცხადა. მენეჯმენტის ცნობით, კომპანიამ 1 მლრდ დოლარის დაფინანსება მიიღო, რაც ლიკვიდურობის აღდგენის პროცესში, მიმდინარე ოპერაციების მხარდასაჭერად საკმარისი იქნება.
6. OneWeb - ონლაინ- სტარტაპმა, რომელმაც კოსმოსში 74 თანამგზავრისთვის დაფინანსება SoftBank-ისგან მოიპოვა, გაკოტრების შესახებ 27 მარტს განაცხადა. SoftBank თავიდანვე ძირითადი ფინანსური მხარდამჭერი იყო, მაგრამ კომპანიამ კრახი განიცადა.
7. Pioneer Energy - ნავთობმზიდმა ამერიკულმა უმსხვილესმა კომპანიამ გაკოტრების შესახებ 2 მარტს განაცხადა.
8. Diamond Offshore Drilling - კომპანიამ გაკოტრების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც აქციონერების დივიდენდების გადახდა ვერ შეძლო. კომპანიის დავალინება მრავალ მილიარდ დოლარს შეადგენს. ვითარება კი მას შემდეგ გაუარესდა, რაც ნავთობის ფასის დაეცა.
9. Flybe - ბრიტანული ავიაკომპანია, რომელიც ერთ-ერთ უმსხვილეს გადამზიდავად ითვლება, ასევე გაკოტრდა. მისი ყველა ფრენა 5 მარტს გაუქმდა. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ კომპანიის გაკოტრების მთავარი ტალღა ჯერ კიდევ წინ არის.
10. Virgin Australia - ავსტრალიის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ გაკოტრების საქმეზე განაცხადი 21 აპრილს შეიტანა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ავსტრალის მთავრობამ კომპანიის დახმარების თხოვნას უარით უპასუხა.