1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0385 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0385 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0372 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4040 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4175 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0135 ლარი შეადგინა.