"ტექნო ბუმი" კიდევ ერთ მაღაზიას თელავში გახსნის

"ტექნო ბუმი" კიდევ ერთ მაღაზიას თელავქალაქობის დღესასწაულზე თელავში გახსნის.

კომპანიის ინფორმაციით, ახლა უკვე თელავის მოსახლეობას აქვს შანსი, ისარგებლოს ყველა იმ უპირატესობით და უპრეცედენტო შეთავაზებით, რასაც "ტექნო ბუმი" მთელი საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს. "გარდა იმისა, რომ გახსნასთან დაკავშირებით, "ტექნო ბუმის" თელავის ცენტრში მისულებს საჩუქრები და სიურპრიზები დაგხვდებათ, მომხმარებლები მსოფლიო ბრენდების სხვადასხვა დასახელების ტექნიკას 24 თვიანი 0%-იანი განვადებით ყოველგვარი წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე შეიძენენ. ასევე მიიღებენ ყველაზე დაბალი ფასის გარანტიას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტექნიკის შეძენიდან ერთი თვის განმავლობაში ტექნიკის მაღაზიათა სხვა ქსელში უფრო დაბალი ფასის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანია სხვაობას დაგიბრუნებთ", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განცხადებით, უკვე დღეიდან თელავის მოსახლეობაც ჩაერთვება "ტექნო ბუმის" გრანდიოზულ და უპრეცედენტო გათამაშებაში. გათამაშებაში დარჩა: ოთხი ოროთახიანი ბინა თბილისში, ოთხი ავტომობილი Mercedes Benz-ი, ასევე პლანშეტური კომპიუტერები, iPhone 5S, ჰიტაჩის ბრენდის ტელევიზორი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყველა თელაველს, ვინც "ტექნო ბუმის" მაღაზიაში ტექნიკას შეიძენს, თითო ნივთზე თითო ბილეთი გადაეცემა. რიგით მეშვიდე გათამაშება, ხვალ, 8 ნოემბერს, 21:45 საათზე, ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გაიმართება.